ბსუ-ს სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მიხედვით სტუდენტი ვალდებულია საბაკალავრო ნაშრომი წარმოადგინოს სილაბუსით დადგენილი მოთხოვნების მიხედვით:
1 - ნაშრომის მოცულობა უნდა შეადგენდეს არა ნაკლებ 25 გვერდს
2- გაფორმების დროს დაცული უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნები:
ა) ტექსტი უნდა აიკრიფოს A4 ზომის სტანდარტულ ფორმატზე;
ბ) შრიფტის სახე –Sylfaen;
გ) შრიფტის ზომა – 12;
დ) სტრიქონებს შორის მანძილი – 1,5 ინტერვალი;
ე) ფურცლის გვერდზე ტექსტის მინდორი: მარცხენა – 3 სმ, მარჯვენა – 1,5 სმ, ზემოთ – 2 სმ, ქვემოთ - 2 სმ;
სტუდენტმა საბაკალავრო ნაშრომი უნდა წარმოადგინოს შემდეგი სტრუქტურით:
ა) თავფურცელი – წარმოადგენს ნაშრომის პირველ გვერდს. თავფურცელზე უნდა მიეთითოს უნივერსიტეტის სრული დასახელება (,,საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი“). უნივერსიტეტის დასახელება უნდა გამოიყოს ქვედა ნაწილისაგან 2-3 სმ-ით, მომდევნო ხაზზე 1,5 ინტერვალით - შესაბამისი ფაკულტეტის დასახელება; პროგრამის დასახელება და სტუდენტის სახელი, გვარი; ნაშრომის დასახელება; შემდეგ ხაზზე - მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი (მაგ. ნაშრომი წარდგენილია ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად). თავფურცლის მარჯვენა მხარეს აღინიშნება ნაშრომის (თემის) ხელმძღვანელის აკადემიური თანამდებობა და აკადემიური ხარისხი, სახელი და გვარი. თავფურცლის ბოლოს მიეთითება შესრულების ადგილი (მაგ. ბათუმი) და ნაშრომის წარდგენის წელი;
ბ) სტუდენტის (ნაშრომის ავტორის) განაცხადი წარდგენილ ნაშრომში პლაგიატის არარსებობის შესახებ. განაცხადი უნდა განთავსდეს ცალკე ფურცელზე
გ) ანოტაცია - წარმოადგენს ნაშრომის მოკლე შინაარსს, არ უნდა აღემატებოდეს 150 სიტყვას. იგი უნდა დაერთოს ნაშრომს ქართულ და ინგლისურ ენებზე; გ) სარჩევი – უნდა აისახოს ნაშრომის სრული ტექსტის ცელკეული თავისა და პარაგრაფის ზუსტი დასახელება, საწყისი გვერდის ნომრის მითითებით; დ) შესავალი – უნდა გადმოიცეს საკვლევი თემის აქტუალურობა, მიზნები და დასმული ამოცანები, კვლევის მეთოდები; ე) ძირითადი ტექსტი – ასახავს ნაშრომის შინაარსს, წარმოდგენილი უნდა იყოს თავებად და პარაგრაფებად;
ვ) დასკვნა – უნდა აისახოს ნაშრომის შედეგები და პრაქტიკული ღირებულება;
ზ) გამოყენებული ლიტერატურა – უნდა მიეთითოს ანბანური თანმიმდევრობით, ტექსტში დაცული უნდა იქნეს ციტირების წესი;
თ) საილუსტრაციო მასალა (არსებობის შემთხვევაში)
- მასწავლებელი: Lasha Bazhunaishvili