თავფურცელი – წარმოადგენს ნაშრომის პირველ გვერდს. თავფურცელზე უნდა მიეთითოს უნივერსიტეტის სრული დასახელება (,,საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი“). უნივერსიტეტის დასახელება უნდა გამოიყოს ქვედა ნაწილისაგან 2-3 სმ-ით; მომდევნო ხაზზე 1,5 ინტერვალით უნდა მიეთითოს: ფაკულტეტის დასახელება. პროგრამის დასახელება და სტუდენტის სახელი, გვარი; ნაშრომის დასახელება, შემდეგ ხაზზე - მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი (მაგ. ნაშრომი წარდგენილია ბიოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად). თავფურცლის მარჯვენა მხარეს აღინიშნება ნაშრომის (თემის) ხელმძღვანელის აკადემიური/სამეცნიერო თანამდებობა და აკადემიური ხარისხი, სახელი და გვარი. თავფურცლის ბოლოს მიეთითება შესრულების ადგილი და ნაშრომის წარდგენის წელი; 

ბ) სტუდენტის განაცხადი წარდგენილ ნაშრომში პლაგიატის არარსებობის შესახებ. ნაშრომის ავტორის განაცხადი უნდა განთავსდეს ცალკე ფურცელზე (სასურველია შემდეგი შინაარსის ტექსტის გამოყენება): „როგორც წარმოდგენილი ნაშრომის ავტორი, ვაცხადებ, რომ ნაშრომი წარმოადგენს ჩემს ორიგინალურ ნამუშევარს და არ შეიცავს სხვა ავტორების მიერ აქამდე გამოქვეყნებულ, გამოსაქვეყნებლად მიღებულ ან დასაცავად წარდგენილ მასალებს, რომლებიც ნაშრომში არ არის მოხსენიებული ან ციტირებული სათანადო წესების შესაბამისად“.

 გ) ანოტაცია - წარმოადგენს ნაშრომის მოკლე შინაარსს, არ უნდა აღემატებოდეს 300 სიტყვას. იგი უნდა დაერთოს ნაშრომს ქართულ და ინგლისურ ენებზე; გ) სარჩევი – უნდა აისახოს ნაშრომის სრული ტექსტის ცალკეული თავისა და პარაგრაფის ზუსტი დასახელება, საწყისი გვერდის ნომრის მითითებით;

 დ) შესავალი – უნდა აღინიშნოს საკვლევი თემის აქტუალობა, მიზნები და დასმული ამოცანები, კვლევის მეთოდები; 

ე) ძირითადი ტექსტი – უნდა ასახავდეს ნაშრომის შინაარსს, დალაგებული უნდა იყოს თავებად და პარაგრაფებად; 

ვ) დასკვნა – უნდა მოიცავდეს კვლევის ძირითადი შედეგების შეჯამებას; 

ზ) გამოყენებული ლიტერატურა – უნდა მიეთითოს ანბანური თანმიმდევრობით და ტექსტში დაცული უნდა იქნეს ციტირების წესი; 

თ) საილუსტრაციო მასალა (არსებობის შემთხვევაში)