შეასრულეთ წერითი დავალება თემაზე: „სულიერი გმირობის, ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარება ქართულ აგიოგრაფიაში (იაკობ ხუცესი, იოანე საბანისძე, გიორგი მერჩულე);

მსჯელობისას გაითვალისწინეთ შემდეგი გარემოებანი:

აგიოგრაფიული ჟანრის განვითარების მოკლე მიმოხილვა V–X საუკუნეების საქართველოში

შუშანიკის სახე და ეპოქა: სარწმუნოებრივი სიმტკიცე, ოჯახური და ზნეობრივი დილემა, ვარსქენ პიტიახშის პოლიტიკურ-რელიგიური ორგულობის ფონი.

აბო თბილელის სახე და ეროვნული კონცეფცია: უცხოტომელის ქრისტიანულად მოქცევის ფენომენი, არაბობა თბილისში და იოანე საბანისძის იდეა ქართლის სულიერი იდენტობის შესახებ.

გრიგოლ ხანძთელის სახე და აღმშენებლობა: გადასვლა მოწამეობრივი ეპოქიდან სამონასტრო-კულტურულ მოღვაწეობაზე, ტაო-კლარჯეთის როლი და ეკლესიისა და სამეფო ხელისუფლების (აშოტ კურაპალატის) ურთიერთმიმართება

ასევე იმსჯელეთ, როგორ იცვლება სულიერი გმირის გაგება საუკუნეების მანძილზე.